შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან

18 ოქტომბერი 2018

18 ოქტომბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს შეხვდნენ.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის როლს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. კერძოდ, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი